საგანმანათლებლო ტექნოლოგიების
გამოყენება ლექსიკური ერთეულების
სასწავლად.
საყოველთაოდ ცნობილია რომ მდიდარი ლექსიკა არის ერთ-ერთი მთავარი, თუ არა უმთავრესი საკითხი უცხო ენის შესწავლის დროს. მთელს მსოფლიოში სტუდენტები ცდილობენ ყოველ დღე დაიმახსოვრონ უამრავი სიტყვა, ფრაზა, იდიომა და ამისთვის მიმართავენ სხვაადსხვა ხერხს.
ტრადიციული სწავლება საუკუნეების განმავლობაში ავითარებდა და ხვეწდა ტექნიკებს სიტყვების უკეთ დამახსოვრებისა და შემდგომ მათი გამოყენების რეალურ ცხოვრებაში.
ყველას კარგად გვახსოვს როგორ ვწერდით და ვაყოლებდით უამრავ ხაზს იმისთვის რომ დაგვემახსოვრებინა სიტყვის მართლწერა, შემდეგ ძალიან ბევრ ჯერ ვიმეორებდით თითოეულ სიტყვას გამოთქმის დასამახსოვრებლად.
ინგლისური სიტყვების სწავლა კიდევ უფრო მეტად გართულებულია იმის გამო რომ მართლწერა ზოგჯერ იმდენად განსხვავდება წარმოთქმისგან რომ ფაქტობრივად შეუძლებელია დაწერო სიტყვა თუ არ იცი ზუსტად როგორ იწერება ის.
რადგან ეს გვერდი ეთმობა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებას, მეც შევეცდები წარმოგიდგინოთ თუ რა წვლილი შეიტანა თანამედროვე ტექნოლოგიებმა ლექსიკური მარაგის გამდიდრების საკითხში.
უპირველეს ყოვლისა მინდა შევეხო ონლაინ ლექსიკონებს. შეიძლება თამამად ვთქვათ რომ დღევანდელ დღეს თითქმის აღარავინ არ იყენებს უშველებელ ლექსიკონებს სიტყვების მნიშვნელობების გასაგებად, გაქრა ასევე ე.წ. დასურათებული ლექსიკონები. სამაგიეროდ, გაჩნდა უამრავი ონლაინ ლექსიკონი. რა თქმა უნდა უამრავი უპირატესობა აქვს ასეთი ტიპის ლექსიკონებს, თუნდაც ის რომ სიტყვის მოძებნა ხდება ძალიან სწრაფად, ფაქტობრივად შესაძლოა პირდაპირ ტექსტში მონიშნო სიტყვა და რამოდენიმე დაწკაპუნებით მიიღო ინფორმაცია მისი მნიშვნელობის შესახებ.
თანამედროვე საკლასო ოთახი დგას უამრავი გამოწვევის წინაში, მათ შორის ერთ-ერთი საკვანძო არის მოსწავლეთა მოტივაცია, მათვის მისაღები ინფორმაციის მიწოდების საშუალებების გამოძებნა. ე.წ. “ნეტთაობისთვის” წინა პლანზე გადმოინაცვლა ციფრულმა მედია საშუალებებმა. აღარ არის საკმარისი მხოლოდ დაფაზე ჩამოწერილი სიტყვები თარგმანით. მასწავლებელი დგას გამოწვევის წინაშე თუ როგორ მოახერხოს ერთ-ერთი საკვანძო საკითხის ლექსკური ერთეულების სწავლა/სწავლების პროცესი გახადოს თანამედროვე მოსწავლეზე ორიენტირებული.
მნემოტექნიკა არის ცნობილი ჯერ კიდევ ანტიკური საბერძნეთის დროიდან, ის აძლევს საშუალებას მოსწავლეს, უკვე არსებულ ცოდნას დაუკავშიროს ახალი ცოდნა, გეგმაზომიერი გამეორება ხელს უწყობს ცოდნის გამყარებას.
Memrise (memory rise) არის ერთადერთი ინტერნეტ რესურსი, რომელიც იყენებს მნემოტექნიკის სტრატეგიებს სწავლის დროს. ის არის დაფუძნებული სამ პრინციპზე: ინფორმაციის შესაბამისი კოდირება, მიზანმიმართული ტესტირება, გეგმაზომიერი გამეორება.
უპირველეს ყოვლისა, მოცემული აპლიკაცია აძლევს საშუალებას მასწავლებელს თავად შეადგინოს სასწავლი სიტყვების სია, დაუმატოს მათ თარგმანი, განმარტება, ვიზუალური გამოხატულება ან/და აუდიო მასალა. ამასთანავე, მასწავლებელი ონლაინ პლატფორმაზე ქმნის ჯგუფს სადაც შეუძლია დაამატოს თავისი კლასის მოსწავლეები, შეარჩიოს სათანადო კურსი და თვალყური ადევნოს მოსწავლეთა აქტივობას.
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, მოსწავლე ფაქტიურად თავად მართავს თავის სწავლას. ის ირჩევს სასწავლი სიტყვების რაოდენობას, იმას თუ რამდენ წუთს დაუთმობს ყოველ დღე სწავლას. ამ პლატფორმას გააჩნია ქულების სისტემა, რომელიც დაფუძნებული იმაზე თუ რამდენად სწორად ასრულებს მოსწავლე ამა თუ იმ დავალებას. ფაქტიურად იქმნება მოსწავლეებს შორის კონკურენცია პირველობისთვის. ლიდერთა სია განახლებადია: მთელი დროის, თვის და კვირის მიხედვით რაც აძლევს მასწავლებელს საშუალებას შეამოწმოს მოსწავლეთა მოსწრება. ამასთანავე, მოსწავლეებს შეუძლიათ თავად დაამატონ “მემე” რომელიც წარმოადგენს მათვის სამახსოვრო სურათს ან წინადადებას და ამით დაეხმარონ სხვა მოსწავლეებსაც სიტყვების უფრო მარტივად სასწავლად.
მასწავლებლებს შეუძლიათ შეარჩიონ უკვე არსებული, შექმნილი კურსი და გამოიყენონ ის თავის კლასში. რაც საგრძნობლად გვიადვილებს შრომას, რადგანაც ერთხელ შექმნილი რესურსი შეგვიძლია გამოვიყენოთ კლავ და კვლავ.
მოცემული პროგრამა ეფექტურად აერთიანებს მეხსიერების გაუმჯობესების ტექნიკებს (მნემოტექნიკას) და თანამედროვე ტექნოლოგიებს ლექსკური ერთეულების ეფექტური სწავლებისთვის. რაც თავისთავად ხდის ლექსიკური ერთეულების სწავლებას გაცილებით უფრო მარტივს და სახალისოს თანამედროვე მოსწავლისთვის.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩემს პრეზენტაციას ჩვენი რეგიონის მასწავლებელთა კონფერენციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით.
როგორ გავხადოთ სიტყვების სწავლა სახალისო დაწყებით საფეხურზე
No comments:
Post a Comment