როდესაც გარეთ, ხანგრძლივი ზამთარის შემდეგ, ტემპერატურა საგრძნობლად იწევს ძალიან რთულია დარჩე საკლასო ოთახში. სხვათაშორის არა მარტო მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებსაც გვიყვარს სუფთა ჰაერზე ყოფნა.
ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე მოსწავლეების გარეთ გაყვანა. მომზადების დრო რა თქმა უნდა არ მქონდა და არც უბრალოდ გარეთ ყოფნა არ და ვერ იქნებოდა ჩემი გაკვეთილის მიზანი (თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესი მართლაც უმთავრესია). არადა, იქამდე მქონდა დაგეგმილი ერთი, საკმაოდ რთული ტექსტის წაკითხვა და გარჩევა გაკვეთილზე.
ნათქვამია "გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო", ხუმრობა იქეთ იყოს და ჩემი "ბრწყინვალე" იდეა იყო არც მეტი არც ნაკლები "running dictation"ანუ "კარნახი სირბილით". მოსწავლეებს ვთხოვე წამოეღოთ სახელმძღვანელოები, რვეულები და კალმები და ჩამოვედით ჩვენივე სკოლის ეზოში.
ცოტა გაოგნებული ბავშვები მისმენდნენ და ცდილობდნენ გაეგოთ რას ვთხოვდი მათ. ცოტა ხანში გაიზარეს რომ უბრალოდ წერას არ ვთხოვდი, არამედ სწრაფ სირბილსაც და თან შეჯიბრებას ვთავაზობდი ჯგუფებში.
ასჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახი ჯობიაო როგორც ამბობენ და არც ეს შემთხვევა არ არის გამონაკლისი. ამ სურათებიდან და ვიდეოდან ჩანს როგორ მონდომებით კითხულობდნენ და იმახსოვრებდნენ ბავშვები სიტყვებს, ფრაზებს და წინანადადებებს.
ჩემთვის კი, როგორც მასწავლებლისთვის ძალიან საინტერესო პროცესი იყო. ყველაზე მეტად მომეწონა როგორ ანაწილებდნენ ბავშვები იმას თუ ვის რა მოცულობის ინფორმაცია უნდა დაემახსოვრებინა. ყველა ბავშვი ჩართული იყო, ყველა აქტიურობდა, თანამშრომლობდნენ და ერთმანეთის ნამუშევარის ხარისხსაც ამოწმებდნენ.
რაც მთავარია,
ჯანსაღი ცხოვრების წესი!!!
პ.ს. მომდევნო გაკვეთილზე რომ მოვედი, ჩემი ბავშვები უკვე მელოდებოდნენ წიგნებით კარებთან...
🌹🌹🌹
ReplyDelete