სამოდელო გაკვეთილები



მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს უწევთ ოთხი ტიპის სამოდელო გაკვეთილის ჩატარება.

ამ გვერდზე მე გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას სამოდელო გაკვეთილების ჩატარების. ასევე, შემოგთავაზებთ ჩემ მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილების ყველა კომპონენტს.

პირველი გაკვეთილი რომლის ჩატარებაც გადავწყვიტე იყო ინტეგრირებული გაკვეთილი.

ინტეგრირებული გაკვეთილი გულისხმობს ორი ან რამოდენიმე საგნის ინტეგრირებას საგაკვეთილო პროცესში. ასეთი ტიპის გაკვეთილებს რამოდენიმე უპირატესობა აქვთ. უპირველეს ყოვლისა, ეს გაკვეთილები უფრო საინტერესო არის მოსწავლეებისთვის. ისინი ახდენენ ცოდნის სინთეზირებას, ერთ საგანში ნასწავლ უნარებს გამოიყენებენ ახალი ცოდნის მოძიებისთვის.

ეს განსაკუთრებით საინტერესო არის უცხო ენის (ინგლისურის) გაკვეთილზე, რადგანაც დღევანდელ დღეს ინგლისური ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს მედიატორს. ენის ცოდნა აძლევს მოსწავლეებს საშუალებას მოიპოვონ საჭირო ინფორმაცია, უყურონ უამრავ სასწავლო ვიდეოს და გაუზიარონ საკუთარი აზრი და შეხედულება უცხოელ თანატოლებს.

უპირველეს ყოვლისა, გაკვეთილის დაგეგმვის დროს გავეცანი ესგ იმ კლასის სადაც ვაპირებდი გაკვეთილის ჩატარებას. ძალიან ბევრი საინტერესო აზრი დამებადა, თუმცა ბოლოს ჩემი არჩევანი გავაკეთე ისტორიასთან ინტეგრირებაზე.

ამასთანავე, აღსანიშნავია რომ ამ დროისთვის სახელმძღვანელოში თემა "ვიკინგები" მოდიოდა. ანუ, ინტეგრირება მოხდა როგორც თემატურად, ასევე ისტორიის ესგ-ს სტანდარტების მიხედვით.

ასევე, შევეცადე შემერჩია ისეთი აქტივობები რომელიც გათვლილია წაკითხული ტექსტის გააზრების უნარის განვითარებაზე და ამასთავე ითვალისწინებს როგორც საბაზო ასევე მაღალ სააზროვნო უნარების განვითარებას.

ყველაზე წარმატებულ აქტივობად ამასთვის მიმაჩნია, "ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე" აქტივობა. 


ფაქტობრივად, ეს აქტივობა მთლიანად არის მოსწავლეზე ორიენტირებული. ის ეხმარება მოსწავლეებს უკვე ნასწავლის გახსენებაში, უქმნის მოტივაციას დასვან შეკითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რა აინტერესებთ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და ბოლოს მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს/ტექსტებს იმისთვის რომ იპოვონ პასუხები მათ შეკითხვებზე. რა თქმა უნდა შეიძლება მათ იპოვონ პასუხები ყველა შეკითხვაზე, ასეთ შემთხვაში ეს დავალება გრძელდება გაკვეთილის შემდგომაც. 

შეფასებაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობაა გაკვეთილზე. 
მე გადავწყვიტე გამომეყენებინა "გასასვლელი ბილეთების" აქტივობა, რომელიც დამეხმარებოდა გამეგო რამდენად მივაღწიე გაკვეთილის მიზანს. უფრო ვრცალად ამ აქტივობაზე შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოში.


რა თქმა უნდა სანამ გაკვეთილის გეგმა ჩამოვაყალიბე საბოლოო სახით, გავეცანი სამოდელო გაკვეთილების შეფასების ინსტრუმენტებს.



აქ შეგიძლიათ იხილოთ ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა:

გაკვეთილის გეგმა





პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი



პრობლემა ორიენტირებული სწავლება (PBL- Problem based learning) არის სწავლა/სწავლების მეთოდი რომელიც მოიცავს კომპლექსური, რეალური, ცხოვრებისეული პრობლემების გამოყენებას როგორც საშუალებას მოსწავლეებისთვის რთული კონცეპციებისა და პრინციპების სწავლების, უბრალოდ ფაქტებისა და ცნებების პრეზენტაციის მაგივრად. კურსის შინაარსი გარდა პრობლემაზე ორიენტირებულ გაკვეთილის გამოყენება შეიძლება ასევე კრიტიკული აზროვნების უნარების, პრობლემების გადაჭრის და საკომუნიკაციო უნარების განვითარებისთვის. ის ასევე გვაძლევს შესაძლებლობას მოსწავლეებმა იმუშაონ ჯგუფებში, მოიპოვონ და შეაფასონ კვლევის მასალები და განუვითარონ მოსწავლეებში ავტონომიური სწავლის უნარები. (დაჩი და სხვ, 2001).

პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი შეიძლება დაიგეგმოს ნებისმიერ სასწავლო გარემოში. უფრო ვიწრო განმარტებით ეს მიდგომა გამოიყენება სრული სემესტრის განმავლობაში როგორც სწავლების ძირითადი მიდგომა. თუმცა, უფრო ფართე დეფინიცია გულისხმობს მის გამოყენებას როგორც ლაბორატორიული და დიზაინის გაკვეთილებზე, ასევე უბრალოდ დისკუსიის წამოწყების დროს. პრობლემაზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენება შესაძლებელია ასევე შეფასების ინსტრუმენტების შექმნის დროსაც. მთავარი რაც აკავშირებს ამ განსხვავებულ საკითხებს არის რეალური-ცხოვრებისეული პრობლემა.
განსაზღვრული კრეატიულობის გამოყენებით პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი შეიძლება დაიგეგმოს ნებისმიერ საგანში. თუმცა ძირითადი პრობლემები იქნება განსხვავებული იმის მიხედვით თუ რომელ საგანში ჩატარდება ეს გაკვეთილი, ძირითადი მახასიათებლები კარგი პრობლემების საერთო არის სხვადასხვა დისციპლინაში (დაჩი, გროჰი და ალენი, 2001)

  • პრობლემა უნდა უქმნიდეს მოსწავლეებს მოტივაციას გაიგონ და შეისწავლონ ცნებები უფრო სიღრმისეულად;
  • პრობლემა უნდა აიძულებდეს მოსწავლეებს მიიღონ გადაწყვეტილებები და შეძლონ მათი დასაბუთება:
  • პრობლემა უნდა მოიცავდეს კურსის მიზნებს ისე რომ დაკავშირებული იყოს წინარე ცოდნასთანდ;
  • თუ ის გამოიყეება ჯგუფურ პროექტში, პრობლემა უნდა იყოს განსაზღვრული სირთულის იმისთვის რომ მოსწავლეებმა ითანამშრომლონ მის გადასაწყვეტად;
  • თუ ის გამოიყენება მულტისაფეხურიან პროექტში, საწყისი ეტაპი უნდა მოიცავდეს ღია დაბოლოებიან შეკითხვებს იმისთვის რომ იყოს საინტერესო და მოიზიდოს მოსწავლეები.
პრობლემა შეიძლება მოიპოვოთ უამრავ წყაროში: გაზეთები, ჟურნალები, წიგნები, სახელმძღვანელოები, სოციალური მედია, ტელევიზია და ა.შ.ზოგიერთი მოიპოვება ისეთი ფორმით, რომ თითქმის არ ჭირდება რედაქტირება; თუმცა სხვებს სჭირდება ადაპტაცია და მორგება. შემდეგი გაიდლაინი "პრობლემაზე ორიენტირებული სწავლებიდან" (დაჩი და სხვები, 2001) არის შექმნილი გაკვეთილისთვის რომელიც დაფუძნებულია ამ მეთოდზე; თუმცა ზოგადი იდეები შეიძლება გამოიყენოთ უფრო მარტივ პრობლემაზე ორიენტირებული გამოყენებისთვის.


  • აირჩიეთ ცენტრალური იდეა, ცნება რომელსაც ასწავლის მოცემული კურსი, და შემდეგ მოიფიქრეთ ტიპური განმსაზღვრელი პრობლემა, დავალება ან საშინაო დავალება რომელსაც როგორც წესი აძლევთ სტუდენებს იმისთვის რომ მათ გაუმარტივდეთ ამ ცნების შესწავლა. ჩამოთვალეთ სასწავლო მიზნები რომლებიც უნდა იყოს მიღწეული ამ პრობლემის შესწავლისას;
  • მოიფიქრეთ რეალური-ცხოვრებისეული კონტექსტი. განავითარეთ მოთხრობა, სიუჟეტი, ან კვლევა, დაამატეთ მოტივაცია სტუდენტების პრობლემის გადასაჭრელად. უფრო რთული პრობლემა აიძულებს მოსწავლეებს უფრო მეტი იმუშაონ მის გადასაწყვეტად. 

პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვისას უპირველეს ყოვლისა გადავწყვიტე მოსწავლეებისთვის გამეცნო კრიტიკული აზროვნების პრინციპები.
მოსწავლეებთან ერთად დისკუსიის გზით შევძელით შევთანხმებულიყავით ჯერ რატომ არის მნიშვნელოვანი დასაბუთებული, ორგანიზებული მსჯელობის ცოდნა. შემდგომ, ვისაუბრეთ მთავარ პრინციპებზე, შევთანხმდით იმ წესებზე რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვან მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესში იმისთვის რომ წარმატებით გაართვან თავი კრიტიკული აზროვნების გამოყენებას.

ახლა კი უშუალოდ პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის შესახებ. ვინაიდან, ჩემი მიზანი იყო ცხოვრებისუელი, რელევანტური პრობლემის მოდელირება, გადავწყვიტე მოსწავლეებისთვის წარმედგინა იმ პრობელემების კრებული რომლებსაც ისინი აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამისთვის შევქმენი ე.წ. წერილი, რომელშიც მათი თანატოლი უამბობს მათ მისი პრობლემების შესახებ. მოსწავლეებს უნდა გამოეყენებინათ ეს წერილი იმისთვის რომ განესაზღვრათ მთავარი და მეორე ხარისხოვანი პრობლემები, მოეფიქრებინათ თუ რა დამატებით ინფორმაციას უნდა ფლობდნენ ისინი მისი წარმატებით გადაჭრისთვის და ბოლოს ერთად ემსჯელათ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზის ავ-კარგიანობაზე, ეფექტურობაზე და იმ რისკებზე რომელიც შეიძლება ახლდეს თითოეულ გადაწყვეტილებას.

ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი "ნატიფი უნარების" სწავლებით სკოლაში ჩვენ დავეხმარებით მოსწავლეებს წარმატებით გადაჭრან პრობლემები მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. არავისთვის არ არის უცხო ის ფაქტი რომ დღევანდელ დღეს მოზარდებს უწევთ გამკლავება ძალიან ბევრ პრობლემასთან: ისეთი როგორიც არის ბულინგი, სწორი თვითშეფასება, დისკრიმინაცია, აგრესია და სხვა. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენე ინგლისური ენის გაკვეთილი იმისთვის რომ მოსწავლეემა შეძლონ იმ უნარების დახვეწა რაც მნიშვნელოვანი იქნება მათთვის მომავალ ზრდასრულ ცხოვერებაშიც.












No comments:

Post a Comment

სავარჯიშო ტესტები საატესტატო გამოცდისთვის ინგლისურ ენაში

სასწავლო წლის მიწურულს, ყველა მე12 კლასელი ემზადება საატესტატო გამოცდების ჩასაბარებლად. მართალია ის სტრესი რომელიც ახლდა აქამდე გამოცდე...