პრობლემაზე ორიენტირებული (დაფუძნებული) გაკვეთილი


პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი



პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი (PBL- Problem based learning) არის სწავლა/სწავლების მეთოდი რომელიც მოიცავს კომპლექსური, რეალური, ცხოვრებისეული პრობლემების გამოყენებას როგორც საშუალებას მოსწავლეებისთვის რთული კონცეპციებისა და პრინციპების სწავლების, უბრალოდ ფაქტებისა და ცნებების პრეზენტაციის მაგივრად. კურსის შინაარსი გარდა პრობლემაზე ორიენტირებულ გაკვეთილის გამოყენება შეიძლება ასევე იყოს კრიტიკული აზროვნების უნარების, პრობლემების გადაჭრის და საკომუნიკაციო უნარების განვითარება. ის ასევე გვაძლევს შესაძლებლობას მოსწავლეებმა იმუშაონ ჯგუფებში, მოიპოვონ და შეაფასონ კვლევის მასალები და განუვითარონ მოსწავლეებში ავტონომიური სწავლის უნარები. (დაჩი და სხვ, 2001).

პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი შეიძლება დაიგეგმოს ნებისმიერ სასწავლო გარემოში. უფრო ვიწრო განმარტებით ეს მიდგომა გამოიყენება სრული სემესტრის განმავლობაში როგორც სწავლების ძირითადი მიდგომა. თუმცა, უფრო ფართე დეფინიცია გულისხმობს მის გამოყენებას როგორც ლაბორატორიული და დიზაინის გაკვეთილებზე, ასევე უბრალოდ დისკუსიის წამოწყების დროს. პრობლემაზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენება შესაძლებელია ასევე შეფასების ინსტრუმენტების შექმნის დროსაც. მთავარი რაც აკავშირებს ამ განსხვავებულ საკითხებს არის რეალური-ცხოვრებისეული პრობლემა.
განსაზღვრული კრეატიულობის გამოყენებით პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი შეიძლება დაიგეგმოს ნებისმიერ საგანში. თუმცა ძირითადი პრობლემები იქნება განსხვავებული იმის მიხედვით თუ რომელ საგანში ჩატარდება ეს გაკვეთილი, ძირითადი მახასიათებლები კარგი პრობლემების საერთო არის სხვადასხვა დისციპლინაში (დაჩი, გროჰი და ალენი, 2001)

  • პრობლემა უნდა უქმნიდეს მოსწავლეებს მოტივაციას გაიგონ და შეისწავლონ ცნებები უფრო სიღრმისეულად;
  • პრობლემა უნდა აიძულებდეს მოსწავლეებს მიიღონ გადაწყვეტილებები და შეძლონ მათი დასაბუთება:
  • პრობლემა უნდა მოიცავდეს კურსის მიზნებს ისე რომ დაკავშირებული იყოს წინარე ცოდნასთანდ;
  • თუ ის გამოიყეება ჯგუფურ პროექტში, პრობლემა უნდა იყოს განსაზღვრული სირთულის იმისთვის რომ მოსწავლეებმა ითანამშრომლონ მის გადასაწყვეტად;
  • თუ ის გამოიყენება მულტისაფეხურიან პროექტში, საწყისი ეტაპი უნდა მოიცავდეს ღია დაბოლოებიან შეკითხვებს იმისთვის რომ იყოს საინტერესო და მოიზიდოს მოსწავლეები.
პრობლემა შეიძლება მოიპოვოთ უამრავ წყაროში: გაზეთები, ჟურნალები, წიგნები, სახელმძღვანელოები, სოციალური მედია, ტელევიზია და ა.შ.ზოგიერთი მოიპოვება ისეთი ფორმით, რომ თითქმის არ ჭირდება რედაქტირება; თუმცა სხვებს სჭირდება ადაპტაცია და მორგება. შემდეგი გაიდლაინი "პრობლემაზე ორიენტირებული სწავლებიდან" (დაჩი და სხვები, 2001) არის შექმნილი გაკვეთილისთვის რომელიც დაფუძნებულია ამ მეთოდზე; თუმცა ზოგადი იდეები შეიძლება გამოიყენოთ უფრო მარტივ პრობლემაზე ორიენტირებული სასწავლო საჭიროებისთვისაც.


  • აირჩიეთ ცენტრალური იდეა, ცნება რომელსაც ასწავლის მოცემული კურსი, და შემდეგ მოიფიქრეთ ტიპური განმსაზღვრელი პრობლემა, დავალება ან საშინაო დავალება რომელსაც როგორც წესი აძლევთ სტუდენებს იმისთვის რომ მათ გაუმარტივდეთ ამ ცნების შესწავლა. ჩამოთვალეთ სასწავლო მიზნები რომლებიც უნდა იყოს მიღწეული ამ პრობლემის შესწავლისას;
  • მოიფიქრეთ რეალური-ცხოვრებისეული კონტექსტი. განავითარეთ მოთხრობა, სიუჟეტი, ან კვლევა, დაამატეთ მოტივაცია სტუდენტების პრობლემის გადასაჭრელად. უფრო რთული პრობლემა აიძულებს მოსწავლეებს უფრო მეტი იმუშაონ მის გადასაწყვეტად. 
  • თუ გინდათ თქვენმა მოსწავლეებმა ისწავლონ პრობლემების გადაჭრა და გახდნენ კრიტიკულად მოაზროვნეები, შეეცადეთ არ ჩაერიოთ და არ დაიწყოთ პრობლემის გადაჭრა თავად.
  • უზრუნველყავით თანაბარი მონაწილეობა სხვადასხვა ჯგუფის წევრებისგან, შეიმუშავეთ შეფასების სისტემა რომელიც წაახალისებს "მორცხვ" მოსწავლეებს.
  • თავიდანვე გააგებინეთ მოსწავლეებს პრობლემის გადაჭრის რამოდენიმე გზა შეიძლება იყოს და არ არსებობს არანაირი მზა რეცეპტი ამისთვის.
პრობლემაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი

პრობლემაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი განსხვავდება ტრადიციული საკლასო ოთახებისგან, მასწავლებლებისა და მოსწავლეების როლებისგან. პრობლემაზე ორიენტირებულ საკლასო ოთახში მასწავლებლის ფუნქცია განისაზღვრება როგორც ფასილიტატორის სხვადასხვა აქტივობების რომლებსაც მოსწავლეები დამოუკიდებლად ასრულებენ. მასწავლებლის ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ინფორმაციის წარდგენით ან უშუალოდ სამუშაოს პროგრესის კონტროლით. სანაცვლოდ, მასწავლებელი წარუდგენს მოსწავლეებს პრობლემას, ეხმარება მათ განსაზღვრონ და მოიძიონ აუცილებელი რესურსები ამ პრობლემის გადასაჭრელად, უზრუნველოყოფს შესაბამისს უკუკავშირს და დახმარებას პრობლემის გადაჭრის პროცესის დროს და აფასებს მოსწავლეების ჩართულობას და საბოლოო პროდუქტს. 





Spring is in the air გაზაფხული შემოსულა



როდესაც გარეთ, ხანგრძლივი ზამთარის შემდეგ, ტემპერატურა საგრძნობლად იწევს ძალიან რთულია დარჩე საკლასო ოთახში. სხვათაშორის არა მარტო მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებსაც გვიყვარს სუფთა ჰაერზე ყოფნა.

ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე მოსწავლეების გარეთ გაყვანა. მომზადების დრო რა თქმა უნდა არ მქონდა და არც უბრალოდ გარეთ ყოფნა არ და ვერ იქნებოდა ჩემი გაკვეთილის მიზანი (თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესი მართლაც უმთავრესია). არადა, იქამდე მქონდა დაგეგმილი ერთი, საკმაოდ რთული ტექსტის წაკითხვა და გარჩევა გაკვეთილზე. 

ნათქვამია "გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო", ხუმრობა იქეთ იყოს და ჩემი "ბრწყინვალე" იდეა იყო არც მეტი არც ნაკლები "running dictation"ანუ "კარნახი სირბილით". მოსწავლეებს ვთხოვე წამოეღოთ სახელმძღვანელოები, რვეულები და კალმები და ჩამოვედით ჩვენივე სკოლის ეზოში. 
ცოტა გაოგნებული ბავშვები მისმენდნენ და ცდილობდნენ გაეგოთ რას ვთხოვდი მათ. ცოტა ხანში გაიზარეს რომ უბრალოდ წერას არ ვთხოვდი, არამედ სწრაფ სირბილსაც და თან შეჯიბრებას ვთავაზობდი ჯგუფებში. 






 






 






ასჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახი ჯობიაო როგორც ამბობენ და არც ეს შემთხვევა არ არის გამონაკლისი. ამ სურათებიდან და ვიდეოდან ჩანს როგორ მონდომებით კითხულობდნენ და იმახსოვრებდნენ ბავშვები სიტყვებს, ფრაზებს და წინანადადებებს.
ჩემთვის კი, როგორც მასწავლებლისთვის ძალიან საინტერესო პროცესი იყო. ყველაზე მეტად მომეწონა როგორ ანაწილებდნენ ბავშვები იმას თუ ვის რა მოცულობის ინფორმაცია უნდა დაემახსოვრებინა. ყველა ბავშვი ჩართული იყო, ყველა აქტიურობდა, თანამშრომლობდნენ და ერთმანეთის ნამუშევარის ხარისხსაც ამოწმებდნენ.

რაც მთავარია, 

ჯანსაღი ცხოვრების წესი!!!

პ.ს.  მომდევნო გაკვეთილზე რომ მოვედი, ჩემი ბავშვები უკვე მელოდებოდნენ წიგნებით კარებთან...

სავარჯიშო ტესტები საატესტატო გამოცდისთვის ინგლისურ ენაში

სასწავლო წლის მიწურულს, ყველა მე12 კლასელი ემზადება საატესტატო გამოცდების ჩასაბარებლად. მართალია ის სტრესი რომელიც ახლდა აქამდე გამოცდე...